კენგურუ-2011 კენგურუ-2015 პასუხები ნახე აქ
ტესტი 1:
1. 0,7% არის ა) 0,07 ბ) 0,007 გ) 0, 0007 დ) 0,070
2. თუ რიცხვი გაიზარდა 300%-ით, მაშინ ის გაიზარდა : ა) 2-ჯერ ბ) 3-ჯერ გ) 4-ჯერ დ) 5-ჯერ.
3. მართკუთხედის სიგრძე შემცირდა 25%-ით, სიგანე გაიზარდა 25%-ით, როგორ შეიცვალა ფართობი? ა) გაიზარდა 6,25%-ით ბ) შემცირდა 6, 25%-ით გ) უცვლელი დარჩა დ) შემცირდება 2-ჯერ
4. ვაშლის ჩირის დამზადებისას აორთქლდა 60% წყალი. რამდენი ჩირი მიიღეს 160კგ ვაშლისგან? ა) 120კგ ბ) 84კგ გ) 64კგ დ) 124კგ
5. 160 კგ ვაშლისგან მიიღეს 64 კგ ჩირი. რამდენი % ჩირი მიუღიათ? ა) 39% ბ) 43% გ) 54% დ) 40%
6. დოლარის კურსი დაეცა 12%-ით, შემდეგ კი 15%-ით, რამდენი %-ით შემცირდა კურსი? ა) 27%-ით ბ) 25,7%-ით გ)25,2%-ით დ) 20%-ით
7. თუ დადებით რიცხვს გავზრდით 5-ჯერ, მაშინ ის გაიზრდება ა) 500%-ით ბ) 400%-ით გ) 600%-ით დ) 300%-ით
8. (x-2)(5+x)(x+1,8)=0 განტოლებას აქვს ზუსტად ა) ერთი ფესვი ბ) ორი ფესვი გ ) სამი ფესვი დ) არცერთი ფესვი.
9. თუ დადებით რიცხვს ჯერ გავზრდით 300%-ით, მერე 200%-ით, მაშინ მოცემული რიცხვი გაიზრდება ა) 800%-ით ბ) 1100%-ით გ) 1000%-ით დ) 1200%-ით
10. როგორ შეიცვლება ორი დადებითი რიცხვის ნამრავლი, თუ პირველი შემცირდება 50%-ით, მეორე კი გაიზრდება 3-ჯერ? ა) გაიზრდება 50%-ით ბ) შემცირდება 50%-ით გ) გაიზრდება 100%-ით დ) არ შეიცვლება
Комментариев нет:
Отправить комментарий