VI კლასი




Quiz




ინდივიდუალური ბარათების ამოცანები

 Itest
ht
tps://drive.google.com/file/d/0Bwg7_1LMZsiGNWxWN3BTSXYycHM/view?usp=sharing

II ტესტი

https://drive.google.com/file/d/0Bwg7_1LMZsiGMFE0Rmg3RENzTlU/view?usp=sharing

III ტესტი  https://drive.google.com/file/d/0Bwg7_1LMZsiGX2FzamdyYktreU0/view?usp=sharing




კენგურუ-2015   კენგურუ-2011  პასუხები ნახე აქ




ამოცანათა კრებული  (აღებულია https://www.facebook.com/groups/MTGbooks/?multi_permalinks=633198920218909&notif_t=group_activity&notif_id=1497027225160832)





N1
1.  საბა სახლიდან აკვირდება ავტობუსების გაჩერებას, მან იცის რომ N 20 ავტობუსი ყოველ 10 წუთში მოდის გაჩერებაზე,  N 43 კი ყოველ 15 წუთში.ახლა ორივე ავტობუსი ერთდროულად მოვიდა გაჩერებაზე, 1 საათის განმავლობაში კიდევ რამდენჯერ მოვლენ ისინი საბას გაჩერებაზე ერთდროულად?                                                                                                            ა) 2    ბ) 1   გ) 3    დ) 4
2. შეავსეთ ცხრილი:
X
2X+7
200
407
304
615
414


3. ტურისტი  5-დღიანი მოგზაურობისას ყოველ მომდევნო დღეს გადიოდა 5კმ.-ით მეტს, ვიდრე წინა დღეს. რამდენი კმ გაიარა მან პირველ დღეს, თუ ბოლო დღეს გაიარა 70კმ?
ა) 14კმ      ბ) 19კმ       გ) 40კმ    დ) 50კმ
4. ჩაწერე უდიდესი ორნიშნა ნატურალური რიცხვი, რომელიც რაიმე რიცხვის კვადრატია.
5.რამდენ ნულს შეიცავს ათი მილიონის ათობითი ჩანაწერი?
                    ა) 7       ბ)5         გ)6         დ) 8
6.  მოცემულია რიცხვი 47361200470. ამ რიცხვის მილიონების კლასის ციფრთა ჯამი  მილიარდების  კლასის ციფრთა ჯამზე      
   ა) ნაკლებია 1-ით   ბ) ნაკლებია 5-ით      გ)მეტია 314-ით         დ) მეტია 139-ით.
7.ჩაწერე რიცხვი 507003001  თანრიგის ერთეულების 10-ის ხარისხების  ნამრავლების ჯამის სახით
8.მაღაზიამ გაყიდა 40 ყუთი  წითელი და ამდენივე ყუთი თეთრი ბურთი, თითოეულ ყუთში 25 ბურთია . სულ გაყიდა n ბურთი.რომელი ტოლობა გვიჩვენებს მაღაზიის მიერ გაყიდული ბურთების სრულ რაოდენობას?
ა)n = 40  ბ) n=25     გ)n =25(40+40)       დ)n =(40+40)(25+25)
9.დათომ პირველ დღეს შეჭამა ბებიის ნაჩუქარი ჩურჩხელების 3/7  ნაწილი. ამის მერე დარჩა კიდევ 8 ცალი ჩურჩხელა. შეადგინე განტოლება, რომლიდანაც შეიძლება ვიპოვოთ რამდენი ჩურჩხელა უჩუქებია ბებიას დათოსთვის
10.პირველ 15 ნატურალურ რიცხვში რამდენია ისეთი, რომელიც 2-ის ჯერადია, 5-ისა კი არა?
         ა)14      ბ)7         გ)6      დ)  5.
11.                140 სთ =     y  დღე    x    საათი
 ჩასვი საჭირო რიცხვები  x  და  y ცვლადების ნაცვლად.
12.   
ერთნაირი 9 ბანანი იწონის 3კგ.-ს. რამდენს იწონის 12 ცალი ასეთივე ბანანი?

N2

1.რის ტოლია 12-ის მარტივ გამყოფთა ჯამი?
ა)28  ბ)5   გ)4   დ)3
2.ჩაწერე ცხრილში გამოტოვებული რიცხვი
x
2(x+5)
75
160
120
250
195

3. მოსწავლეთა სამმა ჯგუფმა 100 ნერგი დარგო. პირველმა ჯგუფმა დარგო 2-ჯერ მეტი ვიდრე მეორემ და 20-ით ნაკლები ვიდრე მესამე ჯგუფმა. რამდენი ნერგი დარგო თითოეულმა ცალ-ცალკე.
4.ჩაწერე  სათანრიგო ერთეულებისა და 10-ის ხარისხების ჯამის სახით:680005036
5.რამდენ ნულს შეიცავს შვიდი მილიარდ სამის ათობითი ჩანაწერი?
ა) 7       ბ)8       გ)9     დ)10
6. დაწერე უდიდესი და უმცირესი ორნიშნა ნატურალური რიცხვების სხვაობა, რომლებიც რაიმე რიცხვების კვადრატებია.
7.ანას   გიორგიზე 5-ჯერ მეტი რაოდენობის ფერადი კენჭი აქვს, გიორგის კი b ცალი. რომელი ტოლობა გვიჩვენებს ორივეს კენჭების  რაოდენობას?
ა)b+b-5=2b-5  ბ) b+5b=6b  გ)b+(b/5)= 6/5b  დ)b+b-5 =2b-5
8.დათო აკვირდება გაჩერებაზე ავტობუსის მოძრაობას. 121 ავტობუსი ყოველ 8 წუთში მოდის, 163 კი ყოველ 12 წუთში. ახლა ორივე ერთდროულად მოვიდა გაჩერებაზე. 1 საათის განმავლობაში კიდევ რამდენჯერ მოვა ერთდროულად ეს ორი ავტობუსი დათოს გაჩერებაზე?
ა)1     ბ)2   გ)3   დ)4
9.  იპოვე ცვლადების საჭირო მნიშვნელობები:  112საათი=xდღე yსაათი
10.იპოვე 5x(3+2)გამოსახულების ტოლი მნიშვნელობა
ა)15x+2          ბ)30x             გ)10 x            დ)25x
11. რომელი რიცხვები უნდა ეწეროს ცხრილის ბოლო სვეტში:
B
5
7

5+3b
20
26

 ა)4,  32          ბ)4,     17      გ)9,   72           დ)9,  33
12. ლაშა და ანა ერთი კვირის განმავლობაში მშობლებს რთველში დაეხმარნენ, ისე რომ ყოველ მომდევნო დღეს ერთად 5კგ-ით მეტ ყურძენს კრეფდნენ ვიდრე წინა დღეს.რამდენი დაკრიფეს მეექვსე დღეს, თუ პირველ დღეს ერთად 40კგ ყურძენი დაკრიფეს?
ა)55კგ         ბ)60კგ        გ)65კგ      დ) 70კგ
13.სამ ერთნაირ კოლოფში 15 კგ ყავაა. რამდენი ასეთივე კოლოფი დასჭირდება 20კგ ყავის გადატანას?

N3
 
1.  კახამ ამოცანა ამოხსნა და პასუხი მიიღო 150. მერე შენიშნა რომ ბოლო მოქმედება არასწორად ჰქონდა შესრულებული: 5-ის მიმატების ნაცვლად გამრავლებული ჰქონდა 5-ზე. სწორად რომ ამოეხსნა რას მიიღებდა?
2.  რიცხვები დაალაგეს ზრდის მიხედვით. რომელი პასუხია სწორი?                                                 ა)5,132;  5,1116;  5,11415          ბ)5,11415;  5,1116; 5,132     გ)5,132;  5,11415; 5,1116      დ)5,1116 ;   5,11415;  5,132
3.  ცხრილში ჩაწერე ათწილადები წილადის სახით:

ათწილადი
0,7
20,01
წილადი


  1. რიცხვი 10,*5 მეტია 10,55-ზე და ნაკლებია 10,95-ზე. რომელ პასუხშია ჩამოთვლილი ყველა ის ციფრი, რომელიც შეიძლება ჩაისვას *-ის ნაცვლად?                                                  
            ა)5;6;7;8;9         ბ)5;6;7;8     გ)6;7;8;9       დ)6;7;8
5.  რაა  რიცხვის მთელი ნაწილი?
6.  რომელი რიცხვია    გამოსახულების ტოლი?                                                                                                                  ა) 400,25     ბ)400,205    გ)400,025    დ)4,25
7.  ჩაწერე A  და  B  წერტილების შესაბამისი ათწილადები  
  
8. ჩამოთვლილთაგან  რომელი გამოსახულება არ არის დანარჩენი სამის ტოლი?            
ა)1,5X+0,5         ბ) 0,5(2X+1)+0,5X    გ)0,5(3X+0,5)          დ)  0,5(X+1)+X
9. ტყეში ხეების  1/5   ნაწილი წიწვოვანია, წიწვოვანი ხეების  0,7 ნაწილი ნაძვია.  ტყის რა ნაწილია ნაძვის ხეები?                                                                                                                                     ა)2/7       ბ)14/25                გ) 7/50     დ) 0,9

10. რისი ტოლია 25,07-ისა და 0,01ის  ნამრავლი?                                                                                                                         ა)2507    ბ)250,7    გ)2,507          დ)0,2507
11.როგორ შეიცვლება სამკუთხედის პერიმეტრი, თუ მის ყველა გვერდს შევამცირებთ 2-ით?
12.თანაბარი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ორ ქალაქს შორის მანძილი 7 საათში გაიარა. როგორ შიცვლება  მგზავრობისთვის საჭირო დრო, თუ ის სიჩქარეს  1,4-ჯერ შეამცირებს?                                                                                                                                                                          ა)გაიზრდება 1,4-ჯერ          ბ)გაიზრდება 5-ჯერ    გ) შემცირდება 1,4-ჯერ    დ)შემცირდება 5-ჯერ
13.მიწაზე მდგომი კაკო ხიდან ხელით წყვეტს ვაშლს, რომელიც 1,5 მეტრზე მაღლა არაა. იმისთვის, რომ  4მეტრ სიმაღლეზე მობმული ვაშლი მოწყვიტოს, კაკომ 1,2 მეტრი სიგრძის საკრეფელა აიღო, მაგრამ ვაშლს მაინც ვერ მიწვდა. დაწერე  შესაბამისი ტოლობები და გამოთვალე მინიმუმ რამდენი მეტრით გრძელი საკრეფელა სჭირდება კაკოს?
14.ჩაწერე A  და  B  წერტილების შესაბამისი ათწილადები   
 



 

Комментариев нет: