logos-test
I ტესტი
1. თანმიმდევრულად დაიწყეს ნატურალური რიცხვების ამოწერა: 1, 2, 3, და ა. შ. რომელ რიცხვში შეგვხვდება 7-იანი მეათედ? (მაგ. ციფრი 3 რიცხვ 13-ში გვხვდება მეორედ, ხოლო მესამედ 23-ში) ა) 97 ბ) 79 გ) 72 დ) 77
2. გვაქვს 2 ნატურალური რიცხვი, მათი ციფრთა ჯამები ერთმანეთის ტოლია. თუ დიდ რიცხვს გამოვაკლებთ პატარას, მიღებული სხვაობა აუცილებლად გაიყოფა:
ა)11-ზე ბ) 9-ზე გ) 6-ზე დ)27-ზე
3. დასახელებული 4 რიცხვიდან რომლით არ შეიძლება დაბოლოვდეს ორი მომდევნო კენტი რიცხვის ნამრავლი?
ა) 9-ით ბ) 3-ით გ) 5-ით დ) 7-ით
4.სიბრტყეზე 7 წრფეს ატარებენ. რა უდიდესი რაოდენობის თანაუკვეთ არეებად შეიძლება დიყოს სიბრტყე ამ 7 წრფით? ა)29 ბ) 22 გ) 21 დ) 28
5. ყუთში 3 სხვადასხვა ფერის და 2 სხვადასხვა ზომის ბურთებია. სულ მცირე, რამდენი ბურთი უნდა ამოვიღოთ ყუთიდან, რომ 7 ერთნაირი ბურთის (ზომითაც და ფერითაც) შერჩევა შევძლოთ? ა) 43 ბ)41 გ) 37 დ) 35
6. გვაქვს 3 დადებითი რიცხვი: a, b და c . ცნობილია, რომ 2(a+b)= 3c ხოლო a+c= 2b. . იპოვეთ რამდენი % -ით მეტია c a -სთან შედარებით. ა)50%-ით ბ) 20%-ით გ)25%-ით დ) 45%-ით
7. ტოლფერდა სამკუთხედში ერთი გვერდი მეორეზე 12 სმ-ით მეტია, ხოლო პერიმეტრი
42 სმ-ია. იპოვეთ სამკუთხედის უმცირესი გვერდი. ა)10 სმ ბ) 6 სმ გ) ვერ დავადგენთ დ) 8 სმ
8. a და b პარალელური წრფეები c წრფემ გადაკვეთა შესაბამისად A და B წერტილებში. AB=7სმ . B წერტილიდან გაატარეს 2-ივე შიდა კუთხის ბისექტრისა, რომელთაც a წრფე გადაკვეთეს C და D წერტილებში. იპოვეთ CD მონაკვეთის სიგრძე.
ა) 11სმ ბ)13სმ გ) 15სმ დ) 14სმ
9. გადაკვეთის წერტილების რა უდიდესი რაოდენობა შეიძლება ჰქონდეს რომბსა და მართკუთხედს? ა) 3 ბ)6 გ)8 დ) 4
10. პატარა ბურთები 7 ლარი ღირს, დიდები კი 10 ლარი. რა თანხას ვერ დავხარჯავთ ბოლომდე მხოლოდ ასეთი ბურთების შეძენისას? ა)58 ლარი ბ) 53 ლარი გ) 52 ლარი დ) 54ლარი
Комментариев нет:
Отправить комментарий