კ არგია ამ გვერდზე რომ შემოიხედე, ესე იგი მოგწონს თვითონ აღმოჩენა როცა შეგიძლია ...მათემატიკაც გიყვარს? არა უშავს თუ ჯერ არა ... მათემატიკის შეყვარება ყველას იოლად არ გამოსდის ... ის რაც გასაოცარია მათემატიკაში, არასდროს დევს "ზედაპირზე", ან დევს, მაგრამ ძნელი შესამჩნევია ... ისწავლე დააკვირდე ფაქტებს მეტი ყურადღებით, მაშინ შეძლებ წახვიდე "სიღრმისკენ "- დაინახო გასაოცარი კანონზომიერებები მათემატიკაში. როცა მათ ხედავ, მათემატიკის შეყვარებაც იოლდება, მერწმუნე , ეგ ბევრ რამეს ცვლის უკეთესობისკენ ...იმედია, ამ გვერდზე მოცემული მასალა დაგეხმარება ამაში!
Комментариев нет:
Отправить комментарий